უცხოეთი
საქართველო, 14 აგვისტო, საქინფორმი. ოთხი შვედური საზოგადოებრივ-პოლიტიკური ორგანიზაცია ამერიკის პრეზიდენტის ვიზიტისას დემონსტრაციების გამართვას გეგმავს. მათი წარმომადგენლები ბარაქ ობამას „იმპერიალიზმის სიმბოლოდ“ მიიჩნევენ.
ჯერჯერობით აქცია პოლიციასთან შეთანხმებული არ არის.
როგორც ცნობილია, მას შემდეგ, რაც ობამამ რფ-ის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან სექტემბერში დაგეგმილი შეხვედრა გააუქმა, G-20-ის შეხვედრამდე მან სტოკჰოლმში ვიზიტი დაგეგმა.