საზოგადოება
"წარმომადგენლობითი სახალხო კრება" მედიასაშუალებებისგან თავისი აქტივობის ობიექტურად გაშუქებას მოითხოვს

carmomadgenlobiti-saxalxo-kreba-4"წარმომადგენლობითი სახალხო კრება" მედია-საშუალებებისგან თავისი აქტივობის ობიექტურად გაშუქებას მოითხოვს. კრების საინიციტივო ჯგუფის განცხადებით, "ხელისუფლება მედიის მიერ მოვლენების ობიეტურად გაშუქებას უპრეცედენტო ზეწოლითა და ტერორით კრძალავს".

"სრულიად საქართველოს მასშტაბით "სახალხო წარმომადგენლობითი კრების" მიერ გამართულ შეკრებებს, რომლებშიც ათასობით მოქალაქე იღებს მონაწილეობას და არსებული რეალობის მიმართ საკუთარ პროტესტს გამოხატავს, ყველა სახელისუფლო მედიასაშუალება მიზანმიმართულად იგნორირებას უწევს. საზოგადოებრივი მაუწყებელი, რომელიც ხალხის ჯიბიდან ფინანსდება და ვალდებულია, ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე მოსახლეობას მიუკერძოებელი და ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდოს, ხელისუფლების იდეოლოგიურ მანქანად იქცა. სამწუხაროდ, მისი მთავარი ფუნქცია ხელისუფლების ხოტბა და ვირტუალური სამყაროს მშენებლობაა",- აცხადებენ “სახალხო კრების" ინიციატორები და მედიასაშუალებების ხელმძღვანელებსა და ჟურნალისტებს შეახსენებენ, რომ "ისინი ხალხს უნდა ემსახურონ და არა ხელისუფალს".