სამართალი
შსს მეორე დღეა აქტიურად აწარმოებს ორი რუსი ალპინისტის სამძებრო სამუშაოებს

sam-3-alpinistebiსაქართველო, 11 სექტემბერი, საქინფორმი. შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის სამაშველო მომზადების და რეაგირების სამმართველოს მესტიის განყოფილების თანამშრომლები მწვერვალ უშბაზე დაკარგული ორი რუსი ალპინისტის სამძებრო სამუშაოებს მეორე დღეა აქტიურად აწარმოებენ.

სამძებრო სამუშაოებში ჩართული ავიაცია. მწვერვალ უშბისკენ მიმავალი ყველა არსებული მარშუტის შესწავლა მიმდინარეობს. სამაშველო ჯგუფი ძიებას ხმელეთიდან სრული სამთო აღჭურვილობით აწარმოებს.

შსს-ს გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ 112-ში ინფორმაცია ალპინისტების დაკარგვის შესახებ 9 სექტემბერს შემოვიდა.