რელიგია
საქართველო, 12 სექტემბერი, საქინფორმი. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ ამერიკის დელეგაცია მიიღო. შეხვედრაზე პატრიარქმა და ამერიკის სახელმწიფო მდივნის მოადგილის თანაშემწე თომას მელიამ პირისპირ ისაუბრეს. შეხვედრას ესრებოდა ამერიკის ელჩი საქართველოში, რიჩარდ ნორლანდი.
კათოლიკოს-პატრიარქმა რუსეთში პრეზიდენტ პუტინთან შეხვედრაც გაიხსენა.
"მე შევხვდი პუტინს და ვუთხარი, რომ აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი საქართველოს ღია ჭრილობაა; თითქოს იმედს იძლევიან, მაგრამ შედეგი არ ჩანს", - აღნიშნა უწმიდესმა.
თავის მხრივ, ამერიკის სახელმწიფო მდივნის მოადგილის თანამშემწე თომას მელიამ პატრიარქს განუცხადა, რომ ამერიკა კვლავაც გააგრძელებს საქართველოს მხარდაჭერას და ასევე იმედი გამოთქვა, რომ საქართველოში ნამდვილი დემოკრატიული არჩევნები ჩატარდება.