სამართალი
საქართველო, 17 სექტემბერი, საქინფორმი. შსს-ს შიდა ქართლის სამხარეო მთავარი სამმართველოს ხაშურის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად 1967 წელს დაბადებული ნოდარ ა. ცრუ შეტყობინების ბრალდებით დააკავეს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულმა შსს-ს გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ „112“-ში დარეკა და ხაშურში „პროკრედიტ ბანკში“ ნაღმის არსებობის შესახებ აცნობა.