უცხოეთი
საქართველო, 17 სექტემბერი, საქინფორმი. გაეროს ინსპექტორები ადასტურებენ, რომ 21 აგვისტოს დამაკოს მახლობლად ქიმიური იარაღი სირიის სამთავრობო ჯარებმა გამოიყენეს, - მიაჩნია აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველს უსაფრთხოების საკითხებში სუზან რაისს.
მისივე თქმით, აშშ-ისა და რუსეთის მოლაპარაკებამ გასული კვირის მიწურულს საფუძველი ჩაუყარა სირიის ქიმიური იარაღის არსენალის განადგურებას.
„ჩვენ გავაგრძელებთ სასწრაფო რეჟიმში მუშაობას რუსეთთან, დიდ ბრიტანეთთან, საფრანგეთთან, გაეროსთან, ქიმიური იარაღის ამკრძალავ ორგანიზაციასა და სხვებთან. და თუ დიპლომატიური ღონისძიებები შედეგს არ გამოიღებს, აშშ კვლავაც მზად იქნება მოქმედებისათვის“, - განაცხადა რაისმა.