უცხოეთი
საქართველო, 17 სექტემბერი, საქინფორმი. სირიამ აღიარა, რომ მისმა სამხედრო შვეულმფრენმა ორშაბათს თურქეთის საჰაერო სივრცე დაარღვია. სირიის შეიარაღებული ძალების სარდლობის წარმომადგენლის განცხადებაში ნათქვამია, რომ შვეულმფრენის პილოტი „იუნისიის (ლატაკიის პროვინცია) მოსაზღვრე რაიონში შემოჭრილ ტერორისტების ჯგუფს უთვალთვალებდა და შეცდომით უმნიშვნელოდ გადაინაცვლა თურქეთის საჰაერო სივრცეში“.