პოლიტიკა
ნინო ბურჯანაძე: „სააკაშვილი და მისი უტვინო პოლიტიკის მიმდევრები უნდა წარდგნენ მართლმსაჯულების წინაშე! მე დავამკვიდრებ სამართლიანობას ყველგან და ყველასთვის!”

1-nina-mtსაქართველო, 18 სექტემბერი, საქინფორმი. საპრეზიდენტო კანდიდატი, „დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი ნინო ბურჯანაძე თეთრიწყაროს რაიონის მოსახლეობას შეხვდა.

„ნებისმიერ ამ ადამიანთან რომ შეხვიდეთ სახლში, უკიდურეს გაჭირვებას დაინახავთ, მაგრამ არცერთ მათგანს თავი გაჭირვებაზე საკითხი არ დაუყენებია. ყველა მათგანმა ისაუბრა სამაჩაბლოს პრობლემაზე, კოდორის პრობლემაზე და საქართველოს მთლიანობის პრობლემაზე... ის ადამიანები, რომლებმაც ეს ხალხი დევნილებად აქციეს საკუთარ მიწა–წყალზე, უპირველეს ყოვლისა სააკაშვილი და მისი უტვინო პოლიტიკის მიმდევრები მყავს მხედველობაში, უნდა წარსდნენ მართლმსაჯულების წინაშე.  

მე ამ ადამიანებს ვპირდები, რომ სამართლიანობა აღდგება ყველგან და ყველასთვის, რაც უპირველეს ყოვლისა ნიშნავს მათ მიწა–წყალზე, ძირძველ ადგილებზე დაბრუნებას, ნიშნავს იმას, რომ მავთულხლართები საქართველოში აღარ იქნება. მე მთელ საქართველოს ვეუბნები იმას, რომ საქართველოში დევნილები უნდა დაბრუნდნენ საკუთარი სამშობლოს იმ ნაწილში, საიდანაც ისინი არიან.

მე ყველაფერს გავაკეთებ იმისათვის, რომ აღსდგეს ჩატეხილი ხიდები აფხაზებთან და ოსებთან. მე ყველაფერს გავაკეთებ იმისათვის, რომ საქართველოს გამთლიანების პროცესი დაიწყოს. მე ვპირდები დევნილებს, რომ დავაბრუნებ მათ მიწა–წყალზე. მე ვპირდები სამეგრელოს, რომ სამეგრელო და ზუგდიდი ჩიხი აღარ იქნება. მე ვპირდები კახელ გლეხს, რომ ომი აღარ იქნება და გლეხები თავისი შრომის საფასურს მიიღებენ!“ - განაცხადა შეხვედრის შემდეგ ნინო ბურჯანაძემ ჟურნალისტებთან.

1-nina-1 1-nina-2