პოლიტიკა
ქუთაისში გიორგი მარგველაშვილის შტაბი გაიხსნა

1-margvel-mtსაქართველო, 18 სექტემბერი, საქინფორმი. ქუთაისში თამარ მეფის 3-ში ქართული ოცნების საპრეზიდენტო კანდიდატის გიორგი მარგველაშვილის შტაბი გაიხსა. შტაბს ზაზა მარუაშვილი უხელმძღვანელებს.

ცნობისთვის: ზაზა მარუაშვილი ქუთაისელია. ამჟამად ის კავკასიის უნივერსიტეტის სამართლის სკოლის (GSL) დეკანია.
"საარჩევნო პროცედურებთან მიმართებაში ეს არის ჩემი პირველი ტესტი, რომლის ჩაბარება მომიწევს. ძალიან ვცდილობ, რომ ის ჩემი გამოცდილება, რაც ზოგადად მენეჯმენტში დამიგროვდა, ამ შემთხვევაში გამოვიყენო. დეფიციტ, რაც შეიძლება მქონდეს ამ მიმართულებით ცოდნასთან მიმართებაში, შემივსებს შტაბის ის შემადგენლობა, რომელიც დაკომპლექტებულია იმ ხალხით, ვისაც წლების განმავლობაში აქვს შესაბამისი გამოცდილება და მე მათი გამოცდილების და კომპეტენციის ერთად თავმორით შევეცდები, რომ ამ საქმეს ღირსეულად გავართვათ თავი.

...ვიწყებთ საარჩევნო ადმინისტრაციის წევრების შერჩევას და დღეს, როდესაც გაიხსნება შტაბი, ჩვენ ავიღებთ სრულ პასუხისმგებლობას გიორგი მარგველაშვილის საარჩევნო პროცესის ორგანიზებაზე ქალაქ ქუთაისში. ჩვენ ვიქნებით დაკავებული ორგანიზაციული საკითხების მოგვარებით. ჯანსაღი, ობიექტური საარჩევნო გარემოს შექმნით და ვიმოქმედებთ მხოლოდ და მხოლოდ კანონის ფარგლებში", - განუცხადა მარუაშვილმა რადიო „ძველი ქალაქის" კორესპონდენტს ასმათ ყურაშვილს.

1-margvel-1 1-margvel-2