სამართალი
ზურაბ ჩხეიძე დიცში შექმნილ ვითარებაზე პასუხისმგებლობას საქართველოს პრემიერ-მინისტრს აკისრებს

1-CxeiZe-mtსაქართველო, 18 სექტემბერი, საქინფორმი. შიდა ქართლის გუბერნატორი ზურაბ ჩხეიძე გუშინ გორის რაიონის სოფელ დიცში ჩავიდა  ე.წ. სასაზღვრო-სადემარკაციო სამუშაოების გამო შექმნილი ვითარების ადგილზე გაცნობის მიზნით. ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრის შემდეგ გუბერნატორმა ხელისუფლების წარმომადგენლებს ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესების დაცვისკენ მოუწოდა და შექმნილი ვითარების გამო პასუხისმგებლობა საქართველოს პრემიერ მინისტრს დააკისრა.

„მოვუწოდებ საქართველოს მთავრობას და იმ ადამიანებს, რომლებიც ჩართულნი არიან მოლაპარაკების პროცესში, უფრო კატეგორიულად დააყენონ ეს საკითხები,   რათა დაცული იქნეს აქ მაცხოვრებელი მოსახლეობის ინტერესები. მსგავსი სიტუაცია არის რეგიონის ძალიან ბევრ სოფელში.

აქვე მინდა მივმართო საქართველოს პრემიერ მინისტრს. ბატონო პრემიერო, თქვენ თუ გაგებით ეკიდებით იმას, რაც აქ ხდება, მე დარწმუნებული ვარ, საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა ამას გაგებით ვერ მოეკიდება. დროა იმოქმედოთ, მოითხოვოთ კატეგორიულად საკითხების  დაყენება, ვინაიდან შეგახსენებთ, რომ ამ ყველაფერზე, რაც აქ ხდება, თქვენ ხართ პასუხისმგებელი.

დიცში ჩასვლისთანავე ერთ-ერთმა ადგილობრივმა მაცხოვრებელმა გადაწყვიტა, „მეგზურობა" გაეწია ჩემთვის. როგორც მოგვიანებით გავარკვიე, ის „ოცნების“ ძველი პროვოკატორი აღმოჩნდა, რომელიც იქ მეპატიჟებოდა, სადაც „არავინ“  მისულა ქართული მხარიდან. საინტერესო იყო ქართველი პოლიციელების უმოქმედობა,  შორიდან მიყურებდნენ. სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლები კი უკან გამომყვნენ, მთხოვეს, პროვოკაციას არ ავყოლოდი და ახლოს არ მივსულიყავი უკონტროლო ტერიტორიებთან“, - განაცხადა ზურაბ ჩხეიძემ.

1-CxeiZe-1 1-CxeiZe-2