პოლიტიკა
პუტინი: „უნდა ვიყოთ ძლიერები სამხედრო, ტექნოლოგიური, ეკონომიკური თვალსაზრისით, მაგრამ მთავარი, რაც წარმატებას განსაზღვრავს, არის ადამიანებისა და საზოგადოების ხარისხი – ინტელექტუალური, სულიერი, მორალური“

1-pol-putსაქართველო, 20 სექტემბერი, საქინფორმი. გუშინ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა მონაწილეობა მიიღო საერთაშორისო სადისკუსიო კლუბ „ვალდაის“ დასკვნით პლენარულ სესიაში, რომელმაც წელს მონაწილეთა უპრეცედენტო შემადგენლობა შეკრიბა – 200–ზე მეტი წამყვანი რუსი და უცხოელი პოლიტიკოსი, საზოგადოებრივი, სულიერი ლიდერი, ფილოსოფოსი, კულტურის მოღვაწე. კლუბის საიუბილეო სხდომის თემა – „რუსეთის მრავალფეროვნება თანამედროვე მსოფლიოსათვის“. თავის გამოსვლაში პუტინმა, კერძოდ, აღნიშნა:

„რუსებისთვის, რუსეთისთვის შეკითხვები – „ვინ ვართ?“ „ვინ გვინდა ვიყოთ?“ – ჩვენს საზოგადოებაში სულ უფრო ხმამაღლა გაისმის. ჩვენ ჩამოვშორდით საბჭოთა იდეოლოგიას, მისი დაბრუნება შეუძლებელია. ფუნდამენტური კონსერვატიზმის მიმდევრები, რომლებიც 1917 წლამდე რუსეთს აიდეალებენ, როგორც ჩანს,ისევე შორს არიან რეალობისგან, როგორც დასავლური ულტრალიბერალიზმის მომხრეები.

ცხადია, რომ ჩვენი მოძრაობა წინ შეუძლებელია სულიერი, კულტურული, ეროვნული თვითგამორკვევის გარეშე, სხვაგვარად ჩვენ ვერ შევძლებთ წინააღმდეგობა გავუწიოთ გარე და შიდა გამოწვევებს, ვერ მივაღწევთ წარმატებას გლობალური კონკურენციის პირობებში. დღეს კი ჩვენ ასეთი კონკურენციის ახალ ბრუნს ვხედავთ.

დღევანდელი კონკურენციის ძირითადი მიმართულებებია – ეკონომიკურ–ტექნოლოგიური და იდეურ–საინფორმაციო. მწვავდება სამხედრო–პოლიტიკური პრობლემებიც და სამხედრო–პოლიტიკური სიტუაციაც. მსოფლიო სულ უფრო მკაცრი ხდება, ზოგჯერ უარყოფილია არა უბრალოდ საერთაშორისო სამართალი, არამედ ელემენტარული წესიერება. უნდა ვიყოთ ძლიერები სამხედრო, ტექნოლოგიური, ეკონომიკური თვალსაზრისით, მაგრამ მთავარი, რაც წარმატებას განსაზღვრავს, არის ადამიანების ხარისხი, საზოგადოების ხარისხი – ინტელექტუალური, სულიერი, მორალური. ბოლოს და ბოლოს, ეკონომიკური ზრდაც, კეთილდღეობაც, გეოპოლიტიკური გავლენაც – ეს ხომ თავად საზოგადოების მდგომარეობიდან წარმოებულებია, იქიდან, თუ რამდენაც გრძნობენ ამა თუ იმ ქვეყნის მოქალაქეები თავს ერთიან ხალხად, რამდენად არიან დამკვიდრებული ამ თავის ისტორიაში, ფასეულობებში და ტრადიციებში, აერთიანებს თუ არა მათ საერთო მიზნები და პასუხისმგებლობა. ამ თვალსაზრისით ეროვნული იდენტობის მოპოვებისა და განმტკიცების საკითხი რუსეთისთვის მართლაც ფუნდამენტური ხასიათის მატარებელია“.