სამართალი
პუტინი: „ევრაზიული კავშირი – ეს არის ხალხების იდენტურობის პროექტი. ეს არის შანსი მთელი პოსტისაბჭოთა სივრცისთვის, გახდეს გლობალური განვითარების დამოუკიდებელი ცენტრი, და არა პერიფერია ევროპის ან აზიისთვის“

1-pravo-2-putსაქართველო, 20 სექტემბერი, საქინფორმი. გუშინ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა მონაწილეობა მიიღო საერთაშორისო სადისკუსიო კლუბ „ვალდაის“ დასკვნით პლენარულ სესიაში, რომელმაც წელს მონაწილეთა უპრეცედენტო შემადგენლობა შეკრიბა – 200–ზე მეტი წამყვანი რუსი და უცხოელი პოლიტიკოსი, საზოგადოებრივი, სულიერი ლიდერი, ფილოსოფოსი, კულტურის მოღვაწე. კლუბის საიუბილეო სხდომის თემა – „რუსეთის მრავალფეროვნება თანამედროვე მსოფლიოსათვის“. თავის გამოსვლაში პუტინმა, კერძოდ, აღნიშნა:

„XXI საუკუნე დიდი ცვლილებების საუკუნედ, მსხვილი გეოპოლიტიკური  მატერიკების – ფინანსურ–ეკონომიკური, კულტურული, ცივილიზაციური, სამხედრო–პოლიტიკური – ჩამოყალიბების ეპოქად გადაქცევას გვიქადის. და ამიტომ ჩვენი აბსოლუტური პრიორიტეტი – ეს არის მეზობლებთან მჭიდრო ინტეგრაცია. მომავალი ევრაზიული ეკონომიკური კავშირი, რომლის შესახებ ჩვენ განვაცხადეთ, რომელზეც ბოლო დროს ბევრს ვლაპარაკობთ, არ არის უბრალოდ ურთიერთხელსაყრელი შეთანხმებების ნაკრები. ევრაზიული კავშირი – ეს არის ახალ საუკუნეში და ახალ მსოფლიოში ხალხების იდენტურობის, ისტორიული ევრაზიული სივრცის შენარჩუნების პროექტი. ევრაზიული ინტეგრაცია – ეს არის შანსი მთელი პოსტისაბჭოთა სივრცისთვის, გახდეს გლობალური განვითარების დამოუკიდებელი ცენტრი, და არა პერიფერია ევროპის ან აზიისთვის.

მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ევრაზიული ინტეგრაცია ასევე მრავალფეროვნების პრინციპზე იქნება აგებული. ეს არის გაერთიანება, რომელშიც თითოეული შეინარჩუნებს თავის სახეს, თავის თვითმყოფადობას და პოლიტიკურ სუბიექტობას. პარტნიორებთან ერთად თანმიმდევრულად, ნაბიჯ–ნაბიჯ განვახორციელებთ ამ პროექტს. და იმედი გვაქვს, რომ ის იქცევა ჩვენს საერთო წვლილად მსოფლიო განვითარების მრავალფეროვნებისა და სტაბილურობის შენარჩუნებაში.

პატივცემულო კოლეგებო!

91–ის შემდეგ წლებს პოსტსაბჭოთა ეპოქას უწოდებენ. ჩვენ გადავიტანეთ, დავძლიეთ ეს ბობოქარი დრამატული დრო. რუსეთი, როგორც ეს არაერთხელ ყოფილა ისტორიაში, გარდატეხების, განსაცდელების გავლის შემდეგ საკუთარ თავთან ბრუნდება, თავის ისტორიაში ბრუნდება.

განვამტკიცებთ რა ჩვენს ეროვნულ თვითმყოფადობას, გავამაგრებთ საკუთარ ფესვებს, დავრჩებით რა ღია და გახსნილი აღმოსავლეთისა და დასავლეთის საუკეთესო იდეებისა და პრაქტიკების მიმართ, ჩვენ უნდა წავიდეთ და წავალთ კიდეც წინ“.