პოლიტიკა
მაია ფანჯიკიძე: „დვანში საზღვრის გადმოწევაზე ისეთივე მკაცრ რეაქციას მოვახდენთ, როგორც წინა შემთხვევებში“

1-maiaსაქართველო, 23 სექტემბერი, საქინფორმი. ნიუ-იორკში ქართული დელეგაციის ვიზიტის ერთ-ერთი მთავარი თემა ცხინვალის რეგიონის ადმინისტრაციულ ზოლზე შექმნილი ვითარება იქნება. დელეგაცია გაეროს ასამბლეის მუშაობაში დღესვე ჩაერთვება. დაგეგმილია ორმხრივი მოლაპარაკებებიც. სულ 5 დღის განმავლობაში 60-მდე შეხვედრა გაიმართება. ქართული დელეგაცია მონაწილეობას მიიღებს ევროკავშირის მიერ ორგანიზებულ „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ფორუმშიც. გაიმართება შეხვედრები ევროგაერთიანების პოლიტიკურ დირექტორებთან. საქართველოს დელეგაციას პრეზიდენტი უხელმძღვანელებს. მიხეილ სააკაშვილი გაეროს გენერალურ ასამბლეაზე პრეზიდენტის რანგში ბოლოჯერ წარდგება.

„დვანში ე. წ. საზღვრის გადმოწევას რაც შეეხება, ჩვენ ამაზე გავაკეთებთ ისეთივე მკაცრ რეაქციას, როგორიც გვქონდა წინა შემთხვევებში და ისევ გამოვიყენებთ ყველა დიპლომატიურ ხერხს იმისათის, რომ დაიგმოს რუსეთის მიერ ამ ქმედებების განხორციელება და საერთაშორისოდ აღიარებული ნორმების დარღვევა“, - განაცხადა საგარეო უწყების ხელმძღვანელმა მაია ფანჯიკიძემ.