სამართალი
საქართველო, 14 ოქტომბერი, საქინფორმი. 12 ოქტომბერს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები დროებითი სამთავრობო კომისიის წევრებთან ერთად გორის რაიონში ოკუპაციის ხაზის მიმდებარე სოფლების – ბერშუეთის, ზემო სობისის, ქვემო სობისის, ზეღდულეთის, კირბალის და ციცაგიანთკარის მოსახლეობას შეხვდნენ. ისინი ადგილზე ეცნობიან შექმნილ ვითარებას და მოსახლეობის სოციალურ–ეკონომიკურ მდგომარეობას სწავლობენ.