აქტუალური
საქართველო, 16 ოქტომბერი, საქინფორმი. 15 ოქტომბერს ლიტვის საგარეო საქმეთა სამინისტროში „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ქვეყნების დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელებს ვილნიუსის სამიტზე დასასწრებად მოსაწვევები გადაეცათ. შესაბამისი მოწვევა ლიტვაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, ხათუნა სალუქვაძესაც გადასცეს.
მოსაწვევები, რომლებსაც ხელს აწერენ ლიტვის პრეზიდენტი დალია გრიბაუსკაიტე, ევროპული საბჭოს პრეზიდენტი ჰერმან ვან რომპუი და ევროკომისიის თავმჯდომარე ხოსე მანუელ ბაროზო, „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ექვსი ქვეყნის - საქართველოს, სომხეთის, მოლდოვას, უკრაინის და ბელორუსის ელჩებს ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ანდრიუს კრივასმა გადასცა.