სამართალი
უსუფაშვილი: „ქუთაისის პარლამენტის შენობაში, შესაძლოა, რომელიმე საერთაშორისო ორგანიზაციის რეგიონული ცენტრი განთავსდეს“
1-parlamenti-1საქართველო, 18 ოქტომბერი, საქინფორმი. „ქუთაისში პარლამენტის შენობაში შესაძლოა, რომელიმე საერთაშორისო ორგანიზაციის რეგიონალური ცენტრი განთავსდეს“, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილმა დღევანდელ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისივე განმარტებით, ქუთაისში პარლამენტის შენობის აშენებისთვის დაახლოებით 200 მლნ დოლარია დახარჯული და ამ შენობის მინდორში მიტოვებას არავინ აპირებს. ამასთან, პარლამენტის სპიკერი იმედოვნებს, რომ 1 თებერვალს თბილისში მდებარე პარლამენტის შენობა საგაზაფხულო სესიის გასახსნელად მზად იქნება.
მთავრობის კანცელარიის უფროსის მაია ცქიტიშვილის განცხადებით, პრეზიდენტის ავლაბრის რეზიდენციასთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული არ არის.
„განხილვის თემაა ისიც, ხომ არ იქნება ძალიან დიდი ეს შენობა ერთი რომელიმე სამინისტროსთვის. ამიტომ ჯერ უნდა შევისწავლოთ ფართი და ოთახების რაოდენობა. ჯერ დაველოდოთ საპრეზიდენტო არჩევნებს და შემდეგ ვიმსჯელებთ ავლაბრის რეზიდენციის ბედზე", - აღნიშნა ცქიტიშვილმა.