აქტუალური
საქართველო, 27 ოქტომბერი, საქინფორმი. 15:00 საათისთვის საპრეზიდენტო არჩევნებზე ამომრჩეველთა აქტივობა 32,05 %-ს შეადგენს, - ამის შესახებ ცესკო-ს სპიკერმა ეკა აზარაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.
აზარაშვილის ინფორმაციით, არჩევნებში მონაწილეობა უკვე 1 133 753-მა ამომრჩეველმა მიიღო. ყველაზე მაღალი აქტივობა დაფიქსირდა რაჭა-ლეჩხუმში – 46,7%, მცხეთა-მთიანეთში - 34,3%, გურიაში – 39,9%, სამცხე-ჯავახეთში - 34,2%, იმერეთში - 33,9 %, აჭარაში - 33,3%, თბილისში, კახეთსა და სამეგრელო-ზემო სვანეთში ამომრჩეველთა აქტივობა 31–32%-ია, ყველაზე დაბალი აქტივობა – 26% კი ქვემო ქართლის საარჩევნო ოლქშია.