პოლიტიკა
მიხეილ სააკაშვილი: „მინდა ვუთხრა ყველას – ნუ ჩამოუშვებთ ხელებს! ყველანაირი უკან დახევა არის დროებითი!“

polit-1-nu-xelebsსაქართველო, 28 ოქტომბერი, საქინფორმი. გუშინ გვიან საღამოს, ცესკოს ბოლო ბრიფინგის შემდეგ, რომელზეც საპრეზიდენტო არჩევნების პირველი შედეგები გამოცხადდა, მიხეილ სააკაშვილმა საქართველოს მოსახლეობას მიმართა.

"საქართველომ აირჩია ახალი პრეზიდენტი და მინდა ყველა ამომრჩეველს, ვინც მონაწილეობა მიიღო არჩევნებში, ვუთხრა მადლობა, რადგან ყველა არჩევნები, მიუხედავად მათი შედეგებისა, ყოველ ჯერზე ქვეყანაში დემოკრატიის შემდგომ განვითარებას ემსახურება. დემოკრატია კი არის მთავარი, რასაც ეფუძნება ჩვენი პოლიტიკური სისტემა და რითაც ვამაყობთ!
მივმართავ საზოგადოების იმ ნაწილს, ვისაც ეს შედეგები არ მოსწონს. მე მათი ძალიან კარგად მესმის. მინდა ვუთხრა ყველას – ნუ ჩამოუშვებთ ხელებს! ყველანაირი უკან დახევა არის დროებითი. იმ ტრადიციაზე დაფუძნებით, რომელიც ჩვენ შევქმენით ბოლო 10 წელიწადში და რომელსაც უკვე ვეღარაფერი აღმოფხვრის, დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოს ძალიან კარგი მომავალი აქვს. 
ჩვენ გადავლახავთ ყველა სიძნელეს! ჩვენ ავინაზღაურებთ დაკარგულ დროს და ჩვენ გავაგრძელებთ სვლას უკეთესი მომავლისკენ!"
- ნათქვამია, კერძოდ, სააკაშვილის მიმართვაში.