პოლიტიკა
სააკაშვილის ანდერძი „საქართველოს საყვარელ მოქალაქეებს“ ავლაბრის სასახლიდან...

polit-1-mimartvaსაქართველო, 29 ოქტომბერი, საქინფორმი. მიხეილ სააკაშვილი ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს წევრებს შეხვდა და მათთან საპრეზიდენტო არჩევნების შესახებ ისაუბრა.

როგორც სააკაშვილმა აღნიშნა, იმის მიუხედავად, რომ ბოლო პერიოდის განმავლობაში ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერებისა და მისი წევრების მიმართ ზეწოლა ხორციელდებოდა, ასევე იმის გათვალისწინებით, რომ არჩევებში დაბალი აქტივობა იყო, გამოვლენილი შედეგი კარგი საწყისია მომავალზე ორიენტირებული პოლიტიკური ძალისთვის.

დაუღალავი შრომისთვის მიხეილ სააკაშვილმა მადლობა გადაუხადა „ნაციონალური მოძრაობის“ საპრეზიდენტო კანდიდატს, პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე დავით ბაქრაძეს და ასევე ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერებს. ამას გარდა, მან მადლობა გადაუხადა თითოეულ ამომრჩეველს, რომელმაც მხარი დაუჭირა ნაციონალურ პარტიის კანდიდატს.

აგრეთვე, გუშინ საღამოს, მიხეილ სააკაშვილმა თავისი ბოლო თოქ-შოუ გამართა და „საქართველოს საყვარელ მოქალაქეებს“ ავლაბრის სასახლიდან ვრცელი „ცრემლნარევი“ მიმართვა გაუგზავნა: "ჩემი პრეზიდენტობის მეორე ვადა დასასრულს უახლოვდება. გუშინდელი არჩევნების შედეგი ჩვენთვის უკვე ცნობილია და, შესაბამისად, საპრეზიდენტო სასახლიდან ეს ჩემი ბოლო მიმართვაა საქართველოს საზოგადოებისადმი"...