პოლიტიკა
აშშ-ის, გაერთიანებული სამეფოსა და ნიდერლანდების სამეფოს ელჩებმა გიორგი მარგველაშვილს არჩევნებში გამარჯვება მიულოცეს

politika-2-miulocesსაქართველო, 29 ოქტომბერი, საქინფორმი. კოალიცია „ქართული ოცნების“ პრეზიდენტობის კანდიდატ გიორგი მარგველაშვილს საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა რიჩარდ ნორლანდმა, გაერთიანებული სამეფოს ელჩმა ალექსანდრა ჰოლ ჰოლმა და ნიდერლანდების სამეფოს ელჩმა ჰანს ჰორბახმა არჩევნებში გამარჯვება მიულოცეს.  ჩვენ ის სამი ელჩი ვართ, რომლებიც გუშინ ერთობლივად ვაკვირდებოდით არჩევნების მიმდინარეობას თბილისში. ასევე ქვეყნის მასშტაბით გვყავდა განაწილებული ჩვენი საელჩოების თანამშრომლებით დაკომპლექტებული ჯგუფები, რომელთა მიზანი ქვეყნის მასშტაბით არჩევნების მიმდინარეობის დაკვირვება იყო“, - განაცხადა გაერთიანებული სამეფოს ელჩმა ალექსანდრა ჰოლ ჰოლმა.

დიდ სიამოვნებით შევხვდით არჩეულ პრეზიდენტს და მივულოცეთ წინასწარი შედეგები, რომელიც უკვე ცნობილია საქართველოს მოსახლეობისათვის. მნიშვნელოვანი, რომ პოლიტიკურმა მხარეებმა გაუწოდონ ერთმანეთს თანამშრომლობის ხელი და დიალოგის პრინციპით იმუშაონ საქართველოს მოქალაქეების საკეთილდღეოდ, - აღნიშნა ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა რიჩარდ ნორლანდმა.

ეს ნამდვილად სანიმუშო არჩევნები იყო, რაც მეტყველებს იმაზე, რომ საქართველოში დემოკრატია რეალურად მწიფდება. დღეს ვისაუბრეთ ისეთ მნიშვნელოვან თემაზე, როგორიცაა ვილნიუსის სამიტი, რომელიც იქნება მნიშვნელოვანი ეტაპი საქართველოს ევროინტეგრაციის სტრუქტურებთან დაახლოების მხრივ, - განაცხადა ნიდერლანდების სამეფოს ელჩმა ჰანს ჰორბახმა.

ელჩებთან შეხვედრა კოალიციის კანდიდატმაც შეაფასა: „ჩვენი საარჩევნო კამპანიის ყველა ეტაპზე აღვნიშნავდით, რომ ჩვენი მიზანი მხოლოდ არჩევნებში გამარჯვება კი არა, არამედ ქვეყანაში დემოკრატიის კონსოლიდაციაა, რაც გუშინდელი საპრეზიდენტო არჩევნებით დამტკიცდა“, - აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.