პოლიტიკა
ილჰამ ალიევმა გიორგი მარგველაშვილს საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცა

polit-3-alievსაქართველო, 30 ოქტომბერი, საქინფორმი.
საქართველოს ახლად არჩეულ პრეზიდენტს, მის აღმატებულებას ბ-ნ გიორგი მარგველაშვილს
ბატონო პრეზიდენტო,

ნება მომეცით, მოგილოცოთ საქართველოს პრეზიდენტის პოსტზე თქვენი არჩევა.

სასიამოვნოა, როცა ვხედავთ საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის ღრმა და კეთილმეზობლური ურთიერთობის გაფართოებას, რომელიც ყალიბდებოდა ისტორიულად, ისევე, როგორც ყოვლისმომცველი ეკონომიკური თანამშრომლობა.

მე ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ეს კეთილმეზობლური ურთიერთობა ჩვენ ქვეყნებს შორის, ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობა და მრავალწახნაგოვანი თანამშრომლობა შემდგომშიც განვითარდება ჩვენი ქვეყნებისა და ხალხების კეთილდღეობისათვის, რეგიონში მშვიდობის, სტაბილურობისა და პროგრესისათვის.

გისურვებთ ჯანმრთელობას, ბედნიერებას და წარმატებებს თქვენს სახელმწიფო მოღვაწეობაში.

გულწრფელად,
ილჰამი