პოლიტიკა
„მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი ასობით წევრი დაიკითხა და პროკურატურაში საქმეებია აღძრული, ჩვენ ჩავატარეთ საპრეზიდენტო არჩევენები და ჩვენი კანდიდატი მეორე ადგილზე გავიდა!“ - მიშას ბოლო გასეირნება ევროპაში

polit-1-progulkaსაქართველო, 31 ოქტომბერი, საქინფორმი. გუშინ ბრიუსელში სააკაშვილისა და ევროკომისიის პრეზიდენტის შეხვედრა გაიმართა. ჟოზე მანუელ ბაროზუ საქართველოსა და ევროკავშირს შორის მიღწეულ პროგრესზე ილაპარაკა და კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ქვეყანამ მიხეილ სააკაშვილის ლიდერობით, მნიშვნელოვან წარმატებებს მიაღწია.

სააკაშვილი, კონრად ადენაუერის ფონდის მიწვევით, ბრიუსელში გამართულ კონფერენციასაც დაესწრო. დამსწრე საზოგადოებას ის ფონდის თავმჯდომარემ სტეფან გეჰროლდმა წარუდგინა და მიხეილ სააკაშვილი დააახასიათა, როგორც პროგრესული , პროდემოკრატი და რეფორმატორი ლიდერი, რომელიც ხალხმა ამ ღირებულებების გამო ქვეყნის პრეზიდენტად ორი ვადით აირჩია.

მიხეილ სააკაშვილი დამსწრეთა წინაშე სიტყვით წარდგა: "ჩვენ შევეცადეთ, საქართველო შეგვეცვალა. დიდი ამბიცია არ გვქონია. საქართველო პატარა ქვეყანაა, რომელიც თავის გადარჩენას ცდილობდა რთულ გეოგრაფიულ გარემოში. საქართველოს შეცვლით ჩვენ შევცვალეთ მთელი პოსტსაბჭოთა სამყარო. ჩვენ შევქმენით ხელისუფლების მშვიდობიანად გადაბარების კოჰაბიტაციური პრეცედენტი და პირადად გადავეცი ჩემი უფლებამოსილება მთავრობას, რადგან არჩევნების შემდეგ მათ უნდა აეღოთ პასუხისმგებლობა. გარდა ამისა, ჩვენ პირველად შევქმენით პრეცედენტი, რომ ყოფილი მმართველი პარტია არ გაუჩინარებულა. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი ასობით წევრი დაიკითხა და პროკურატურაში საქმეებია აღძრული. ჩვენ ჩავატარეთ საპრეზიდენტო არჩევენები და ჩვენი კანდიდატი მეორე ადგილზე გავიდა! ვფიქრობ, რომ ეს პრეცედენტები უნდა შენარჩუნდეს!", - აღნიშნა სააკაშვილმა.