პოლიტიკა
საქართველოს არჩეულ პრეზიდენტსა და ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს შორის პირველი სატელეფონო საუბარი შედგა

poli-3-razgovorსაქართველო, 31 ოქტომბერი, საქინფორმი. ისრაელის პრემიერ-მინისტრმა  ბენიამინ ნეთანიაჰუმ გიორგი მარგველაშვილს არჩევნებში გამარჯვება მიულოცა.

სატელეფონო საუბრისას აღინიშნა, რომ ორ ქვეყანას შორის მრავალსაუკუნოვანი ურთიერთობა სახელმწიფო  დონეზე კიდევ უფრო გაღრმავდება.

არჩეულმა პრეზიდენტმა და ისრაელის პრემიერ-მინისტრმა საქართველო-ისრაელს შორის ტურიზმის, ვაჭრობისა და ბიზნესის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავებაზეც ისაუბრეს.

საუბრის დასასრულს საქარველოს არჩეულმა პრეზიდენტმა პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუსგან  ისრაელში მიწვევა მიიღო. გიორგი მარგველაშვილმა მადლობა გადაუხადა და მზაობა გამოთქვა, აღნიშნული ვიზიტი უახლოეს მომავალში შედგეს.