აქტუალური
საქართველო, 31 ოქტომბერი, საქინფორმი. პარლამენტი დღეიდან პარლამენტის ადგილმდებარეობის შეცვლასა და კონსტიტუციური კვორუმის გამარტივებასთან დაკავშირებული საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვას იწყებს.
საპარლამენტო უმრავლესობას კონსტიტუციასთან დაკავშირებული საკითხების გასატანად ხმები უმცირესობიდანაც სჭირდება და იმედოვნებს, რომ მიხეილ სააკაშვილის საპრეზიდენტო ვადის ამოწურვის შემდეგ პარლამენტის ადგილსამყოფელის შეცვლის საკითხს მომხრეები უმცირესობიდანაც გამოუჩნდება.
რაც შეეხება საკონსტიტუციო კვორუმთან დაკავშირებულ პროექტს, ახალარჩეული პრეზიდენტის მიერ ფიცის დადების მომენტიდან ძალაში შედის კონსტიტუციაში არსებული ჩანაწერი, რომლის მიხედვით კონსტიტუციის გადასინჯვისთვის საჭიროა ხმების 3/4.