პოლიტიკა
საქართველოს პრემიერ–მინისტრი ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს ზეევ ელკინს შეხვდა
premier-elkin-pol-2საქართველო, 1 ნოემბერი, საქინფორმი. ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტროს რეგიონული ამბასადორიალის ფარგლებში დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ზეევ ელკინს და დელეგაციის სხვა წევრებს შეხვდა. მხარეებმა ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. როგორც შეხვედრაზე პრემიერმა აღნიშნა, აბსადორიალი ერთგვარი გაგრძელებაა ბოლო პერიოდის აქტიური ორმხრივი ურთიერთობისა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოსთვის. საუბარი შეეხო ეკონომიკისა და სოფლის მეურნეობის სფეროში, ასევე ორ ქვეყანას შორის თავისუფალი ვაჭრობის მიმართულებით მიღწეულ შეთანხმებებს. მხარეებმა ასევე ქართულ–რუსული ურთიერთობის საკითხებზე და ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებაზე იმსჯელეს. გაფართოებული ფორმატის შეხვედრის დაწყებამდე, შედგა ბიძინა ივანიშვილისა და ზეევ ელკინის პირისპირ შეხვედრა. შეხვედრაზე მხარეებმა ორ ქვეყანას შორის სავიზო რეჟიმის გაუქმების საკითხზე ისაუბრეს.