პოლიტიკა
ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ზეევ ელკინის კომენტარი საქართველოსა და ისრაელს შორის უვიზო მიმოსვლის შესახებ

elkinis-koment-pol-3საქართველო, 1 ნოემბერი, საქინფორმი.
„ძალიან მოხარული ვარ, რომ პატივი მერგო საქართველოში ჩამოვსულიყავი ოფიციალური შეტყობინებით ისრაელის მთავრობისგან იმის შესახებ, რომ ჩვენ გადაწყვეტილება მივიღეთ და მოლაპარაკებებს ვიწყებთ საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის შეთანხმების მომზადების თაობაზე. ეს ბუნებრივი ნაბიჯია, ეს შემოთავაზება გაკეთებული იყო საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ისრაელში ვიზიტის დროს, შემდგომ კი საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტის დროს. ჩვენ მოვისმინეთ ეს მოწოდება, ვფიქრობთ, ეს ძალიან პოზიტიური ინიციატივაა.
საქართველოს და ისრაელს შორის ურთიერთობა ძალიან გაუმჯობესდა ბოლო წლების განმავლობაში. ჩვენ აღვიქვამთ საქართველოს, როგორც ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორს, ამიტომ ჩვენთვის ბუნებრივი ნაბიჯი იყო ამ პროცესის დაწყება. მე ჩამოვიტანე ისრაელის მხარის შემოთავაზება ამ შეთანხმების ფორმის შესახებ. მე აღფრთოვანებული ვარ საქართველოს მხარის ბიუროკრატიის დაძლევის უნარით, ჩვენ ასე არ გამოგვდის. მე უკვე მივიღე საპასუხო რეაქცია შეხვედრის დროს და ვფიქრობ, რომ ძალიან მოკლე ვადებში შევძლებთ დავასრულოთ ყველა აუცილებელი ფორმალობა და შესაბამის შეთანხმებას ხელი მოვაწეროთ. ეს ბუნებრივია ჩვენი ერებისთვის, მათ დიდი ხანია მჭიდრო კავშირები აქვთ. ამით შესაძლებლობას მივცემთ ადამიანებს თავისუფლად იურთიერთონ, ერთად ბიზნესი გააკეთონ, ჩამოვიდნენ და გაიცნონ ერთმანეთი და მათი ქვეყნები. ძალიან მოხარული ვარ, რომ შევძელი ჩემი წვლილი შემეტანა ამ პროცესში“, – განაცხადა ზეევ ელკინმა.