საზოგადოება
რუსი რეჟისორები წეროვანის დევნილთა დასახლებას ესტუმრნენ

werovaniთბილისში რუსული კინოს ფესტივალის ფარგლებში ჩამოსულმა რეჟისორებმა წეროვანის დევნილთა კომპაქტური დასახლება დაათვალიერეს. როგორც ერთ-ერთმა რეჟისორმა ვიტალი მანსკიმ განაცხადა, ის ამ დილით წეროვანის დასახლებაში იმყოფებოდა და მასზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა იმან, თუ როგორ ცხოვრობენ დევნილები და გადაწყვიტა ამის თაობაზე თავისი მოსაზრება კოლეგებს გაუზიაროს.

"შთაბეჭდილებები მივიღე და გადავწყვიტე, რომ მომავალ წელს ქართული დოკუმენტური კინოს პროგრამა წარვადგინოთ რუსეთის ერთ-ერთ ფესტივალზე და ეს იქნება ჩემი პასუხი იმ ყველაფერზე, რაც აქ ვნახე და განვიცადე’’, - განაცხადა ვიტალი მანსკიმ დღევანდელ პრესკონფერენციაზე. საქართველოში რუსული კინოს ფესტივალი 4-8 ნოემბერს მიმდინარეობდა.