პოლიტიკა
„თავისუფალი ზონის“ აქტივისტთა განცხადებით, „ის, რაც ამ ხელისუფლებამ ფოთში გაბედა, იმ პოლიტიკის შემადგენელი ნაწილია, რასაც ივანიშვილის მთავრობა მიზანმიმართულად ახორციელებს“.
„ის, რომ „თავისუფალი ზონის“ წევრებმა გააპროტესტეს და რუსული დროშა დემონსტრაციულად დაწვეს, გმირობის ტოლფასია!
ის ენა, რომელიც მომავალი პრეზიდენტისთვის მისაღები სასაუბრო ენაა, ჩვენთვის ოკუპანტის ენაა!
ის, რომ ნელ-ნელა თავს გვახვევენ რუსულ პოლიტიკას, ჩვენთვის შეურაცხმყოფელია!
და ამიტომ!
ჩვენ ყველგან და ყოველთვის დავიცავთ ჩვენს მიწა-წყალს და ჩვენს ქართველობას!
ჩვენ საქართველოსთვის თავდადებული, „მიშას თაობა“ ვართ, რომლებმაც კარგად ვიცით თავისუფლების ფასი და საკუთარი მამულის დაცვა!
ჩვენ ყოველთვის შეგეწინააღმდეგებით! ჩვენ არასდროს დავთმობთ!“ - აცხადებენ აქციის მონაწილენი.
თავის მხრივ, ფესტივალის ორგანიზატორები პოლიტიკურ მოტივებს ემიჯნებიან და ამბობენ, რომ ღონისძიებაში მონაწილეობის სურვილი რუსულმა მხარემ თავად გამოთქვა. ფოთის მერიის განცხადებით კი, თვითმმართველობა ფესტივალის ორგანიზატორებს მხოლოდ საორგანიზაციო საკითხებში ეხმარება.