სამართალი
საქართველო, 12 ნოემბერი, საქინფორმი. შსს-ს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის თანამშრომლებმა აფხაზეთის საზღვაო რაიონში შესვლის წესის დარღვევის ბრალდებით ბელიზის დროშის ქვეშ მცურავი გემი "IREM" დააკავეს, რომელიც თურქეთის მიმართულებით მიცურავდა.
გემზე იმყოფებოდნენ კაპიტანი – აზერბაიჯანის მოქალაქე ავიფ მეჩიო და ეკიპაჟის წევრები: უკრაინის 5 და აზერბაიჯანის რესპუბლიკის 2 მოქალაქე.