საზოგადოება
პაატა ზაქარეიშვილი: „ჩვენ გვინდა ელჩებს, დიპლომატიურ კორპუსს ვუჩვენოთ, რომ რუსულ აგრესიას მშვიდობით ვუპასუხებთ“

1paata-zakaraსაქართველო, 12 ნოემბერი, საქინფორმი. ჩვენი ამოცანაა, რუსულ აგრესიას მშვიდობით ვუპასუხოთ, – ამის შესახებ რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა პაატა ზაქარეიშვილმა საგარეო საქმეთა სამინისტროში გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში დაზარალებული მოსახლეობის საჭიროებებზე რეაგირების დროებითი სამთავრობო კომისიის წევრების, დიპლომატიური კორპუსისა და დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლების შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა.

ეს არის კომისიის შეხვედრა დონორ ორგანიზაციებთან, საელჩოებთან და საქართველოს მეგობარ ქვეყნებთან. მე მინდა მადლობა გადავუხადო მათ, რადგან, ფაქტობრივად, მავთულხლართების გაბმა შეჩერებულია მათი აქტიურობით. ჩვენ გვინდა ელჩებს, დიპლომატიურ კორპუსს, ამ ქვეყნების წარმომადგენლებს ვაჩვენოთ, რომ რუსულ აგრესიას ვუპასუხებთ მშვიდობით. ჩვენი ამოცანაა, რომ ეს გაგრძელდეს. იმედი გვაქვს, რომ ისინი გამყოფ ხაზთან მცხოვრებ მოსახლეობას დახმარებას გაუწევენ”, –განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა.

აღნიშნული შეხვედრის ფორმატში სამთავრობო კომისიის წევრები დიპლომატიურ კორპუსს გააცნობენ იმ საჭიროებებს, რომლებიც რუსი სამხედროების მიერ მავთულხლართების გაბმის გამო დაზარალებულ 65 ოჯახს გააჩნია.