საქართველო, 13 ნოემბერი, საქინფორმი.
ბატონო პრეზიდენტო,
გილოცავთ არჩევნებში გამარჯვებას. გისურვებთ წარმატებას, როგორც ახლად არჩეულ პრეზიდენტს და გამოვთქვამ მომავალში თქვენთან თანამშრომლობის სურვილს.
არჩევნების შედეგად საქართველომ კიდევ ერთხელ გააძლიერა დემოკრატიის საფუძვლები და გადადგა კონკრეტული ნაბიჯი ევროატლანტიკური სტანდარტებისკენ. საქართველო NATO-სთვის განსაკუთრებული პარტნიორია იმ მნიშვნელოვანი წვლილით, რომელიც მან შეიტანა საერთაშორისო უსაფრთხოების მხარდამჭერი ძალების (ISAF-ის) ოპერაციაში.
ნება მომეცით, კვლავ დაგარწმუნოთ, რომ ალიანსის მოკავშირეები მადლიერებას გამოხატავენ საქართველოს, როგორც ISAF-ში NATO-ს ყველაზე დიდი არაწევრი მონაწილის მიმართ და აფასებენ სურვილს NATO-ს მიერ ISAF-ის შემდგომ წვრთნებში, რეკომენდაციებში და მისიის დახმარებაში მონაწილეობის მიღებისათვის.
თქვენი ქვეყანა წარმოადგენს პარტნიორს, რომელიც ისწრაფვის ნატოს წევრობისაკენ და ჩვენ ახლოს ვთანამშრომლობთ ნატო-საქართველოს კომისიასა და ყოველწლიურ ეროვნულ პროგრამებში ქვეყანაში მომავალი რეფორმების განხორციელებისათვის. საქართველომ გვიჩვენა მტკიცე პროგრესი უკანასკნელი წლების განმავლობაში და მე დარწმუნებული ვარ, რომ თქვენ, როგორც ქვეყნის ლიდერი, წვლილს შეიტანთ ქვეყნის პროგრესში. მნიშვნელოვანი იქნება ის, რომ ქვეყნის მთავარი პოლიტიკური ძალები ერთად განაგრძობენ მუშაობას, რათა მიღწეულ იქნეს ამბიციური მიზნები ქართველი ხალხის კეთილდღეობისათვის.
კიდევ ერთხელ გილოცავთ და გისურვებთ წარმატებას თქვენს საპრეზიდენტო ვადაში. ველოდებით თქვენს ჩამობრძანებას ნატოსს სათავო ოფისში.
გულითადად თქვენი
ანდერს ფოგ რასმუსენი
ნატოს გენერალური მდივანი