უცხოეთი
„პოლონეთის სახელწიფოს სახელით ბოდიშს ვიხდი“, - განაცხადა მან და ნაციონალისტების ქმედებებს რფ-ის საელჩოსთან უწოდა „აბსოლუტური სკანდალი, რომელსაც გამართლება არა აქვს“.
მისივე თქმით, „დამოუკიდებლობის მარშის“ წყალობით საერთაშორისო არენაზე პოლონეთის სახე ძალიან დაზარალდა. პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ, თავის მხრივ, ოფიციალური ნოტა მოამზადა. უწყების პრესმდივან მარჩინ ვოიცეხოვსკის განცხადებით, ნოტას უახლოეს საათებში რუსეთის მხარეს გადასცემენ.
„ამ დოკუმენტში ღრმა წუხილი გამოვთქვით მომხდართან დაკავშირებით. ვიმედოვნებთ, რომ ეს სიტუაციის დარეგულირების საშუალებას მოგვცემს“, - განაცხადა მან.