უცხოეთი
მარგველაშვილი: „აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს საქართველო სიყვარულით დაიბრუნებს“

1-s-luboviuსაქართველო, 18 ნოემბერი, საქინფორმი. საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი პირობას დებს, რომ საქართველოს ტერიტორიული პრობლემის მოსაგვარებლად ომს არ მიმართავს. ამის შესახებ მან მისი ინაუგურაციისადმი მიძღვნილ წვეულებაზე განაცხადა.

„ჩვენ სერიოზული გამოწვევები გვაქვს და პირველ რიგში, ესაა ეკონომიკა, დასაქმება. ყველამ იცის, როგორ ვმუშაობთ ამ მიმართულებით. ბოლო პერიოდში ხელისუფლებამ ძალიან მნიშვნელოვანი პროექტები განახორციელა, გააჯანსაღა ეკონომიკა და რეალურად შექმნა პირობები, რომ ქვეყანა ეკონომიკურად ფეხზე დამდგარიყო. პარალელურად ჩვენ განვახორციელეთ სერიოზული ცვლილებები და ხალხს დავეხმარეთ სოფლადაც და ქალაქადაც. ეს ყველაფერი კი იმის წინაპირობაა, რომ გადავჭრათ ყველაზე მტკივნეული პრობლემა - შემოვუერთოთ ჩვენს ქვეყანას აფხაზეთი და ცხინვალი არა ძალით, არამედ სიყვარულით. ჩვენ არასგზის არ მივმართავთ ომს, იარაღს, რადგან უფრო სეროიზული არგუმენტები გვექნება““, - განაცხადა მან.