სამართალი
საქართველო, 26 ნოემბერი, საქინფორმი. საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის და ქვემო ქართლის სამხარეო მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა განზრახ მკვლელობის ბრალდებით 6 პირი დააკავეს.
აღნიშნულმა პირებმა 25 ნოემბერს, 19 საათზე, სადახლოს სასაზღვრო გამშვებ პუნქტში "მაკაროვის" სისტემის ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს სამი პირი: მერაბ კალანდაძე, დილარ მუკბანიანი და გიორგი ფირანიშვილი. თავდამსხმელები ორი ავტომანქანით გადაადგილდებოდნენ და შემთხვევის ადგილიდან მიმალვას შეეცადნენ.