საზოგადოება
მსახიობ თაზო თოლორაიას 60 წლის იუბილე აღინიშნება

gimilisbichebiმიხეილ თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა თეატრში დღეს, 9 ნოემბერს, მსახიობ თაზო თოლორაიას 60 წლისთავისადმი მიძღვნილი ხსოვნის საღამო გაიმართება.

ღონისძიებაში მონაწილეობენ გიგა ლორთქიფანიძე, რეზო ჩხეიძე, რუსუდან ბოლქვაძე, დარეჯან ჯოჯუა, დარეჯან ხაჩიძე, გივი ბერიკაშვილი, ნინელი ჭანკვეტაძე, ქეთი დოლიძე, გიო მგელაძე, კახა ქორიძე, მარინე წულუკიძე, თაკო თოლორია, ნუგზარ ლორთქიფანიძე და სხვები. საღამოზე კიდევ ერთხელ გაიხსენებენ საყვარელ მსახიობს და მასთან დაკავშირებულ მნიშვნელოვან ისტორიებს.