სამართალი
ქართველი მესაზღვრე კიკბოქსინგში მსოფლიო ჩემპიონი გახდა

1-kikboxing-sam-3საქართველო, 10 დეკემბერი, საქინფორ. საქართველოს შსს-ს სასაზღვრო პოლიციის N4 სამმართველოს (დედოფლისწყარო) მესაზღვრე ხვიჩა ქოქუაშვილი კიკბოქსინგში მსოფლიო ჩემპიონი გახდა. მსოფლიო ჩემპიონატი თურქეთის ქალაქ ანტალიაში გაიმართა. ქართველი მესაზღვრე დედოფლისწყაროს სპორტულ გუნდ „ჩემპიონის“ სახელით მონაწილეობდა.

23 წლის ხვიჩა ქოქუაშვილი ყველაზე პრესტიჟულ წონით კატეგორიაში (86 კგ) ასპარეზობდა. მან აშკარა უპირატესობით ოთხი ბრძოლა მოიგო, აქედან სამი – ნოკაუტით. ქართველმა მესაზღვრემ ევროპისა და მსოფლიო ჩემპიონები და აღიარებული ლიდერი კიკბოქსინგელები – დანიელი, თურქი, ალჟირელი და ხორვატი სპორტსმენები დაამარცხა.