უცხოეთი
საქართველო, 11 დეკემბერი, საქინფორმი. კიევში, მაიდანზე მიმდინარე აქციაზე ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ვიქტორია ნულანდი მივიდა. ამის შესახებ ადგილობრივი მედია წერს. ნულანდმა აქციის მონაწილეებსა და სპეცრაზმელებს ჩაი და ნამცხვარი მიუტანა.
ვიქტორია ნულანდი მეორე დღეა კიევში იმყოფება. ამერიკელი მაღალჩინოსანი უკვე შეხვდა ოპოზციიის ლიდერებს.