საზოგადოება
აჭარაში უძველესი ციხე-სიმაგრე ინგრევა

axvled-muzeumiაჭარის ისტორიის მუზეუმის წარმომადგენლები ბათუმში ისტორიული ძეგლის სტატუსის მქონე ბურუნთაბიეს ციხესიმაგრის გადარჩენას მოითხოვენ. ციხე, რომელიც ერთ-ერთი უძველესი ნაგებობაა, შეუქცევადი ტემპით ინგრევა. როგორც საქინფორმს მუზეუმის სიძველეთა ექსპერტმა ბიძინა აფხაზავამ განუცხადა, ბურუნთაბიეს ციხეში კომუნისტების მმართველობის ბოლო პერიოდამდე ჯარი იდგა.

ციხესიმაგრის ნგრევა რამდენიმე წლის წინათ დაიწყო. აუცილებელია, ბათუმში ძველი ნაგებობა შენარჩუნდეს, რათა ქალაქის ისტორიული მემკვიდრეობა არ დაიკარგოს. ბურუნთაბიეს მშენებლობის დასაწყებად 1704 წელს ოსმალეთის სულთანმა ბათუმში სპეციალური წარმომადგენლობა გამოგზავნა. მას შემდეგ მშენებლობა რამდენიმე ეტაპად განხორციელდა. ბურუნთაბიეს ციხესიმაგრის მიმდებარე ტერიტორიაზე 40 ქვემეხი იყო განთავსებული. ამჟამად ბათუმის ხარიტონ ახვლედიანის სახელობის მუზეუმში ციხესიმაგრის ამსახველი მხოლოდ ერთი ფოტო ინახება, თუმცა ქალაქის რუკაზე ნაჩვენებია ციხის ადგილმდებარეობა.