პუბლიკაციები
სკოლა, სადაც სროლა გაისმა, ნახევარი საათის სავალზეა სავალალოდ ცნობილი ქალაქი ავრორადან. 2012 წლის ივლისში ამ ქალაქის კინოთეატრში 24 წლის ჯეიმს ჰოლმსმა ბეტმენზე ფილმის პრემიერის დროს სროლა ატეხა. იმ ტრაგიკულ შემთხვევას 12 ადამიანი ემსხვერპლა, კიდევ 58 დაიჭრა. გარდა ამისა, შემთხვევიდან 12 კილომეტრში მდებარეობს კოლუმბაინის სკოლა, რომელშიც 1999 წელს ორმა მოსწავლემ ცეცხლი გახსნა და 12 მოსწავლე და 1 მასწავლებელი იმსხვერპლა.
შევახსენებთ საქინფორმის მკითხველს, რომ ზუსტად 1 წლის წინ, 2012 წლის 14 დეკემბერს, ფსიქიკურად გაუწონასწორებელმა ახალგაზრდამ, სახელად ადამ ლანზამ, ქალაქ ნიუტაუნის (კონეკტიკუტის შტატი) დაწყებით სკოლა Sandy Hook-ში 20 ბავშვი და 6 მოზრდილი მოკლა, რის შემდეგაც თავი მოიკლა.