"მან გაძარცვა ზურაბ ჟვანიას ორივე სეიფი, ამოიღო გასაღები ზურაბ ჟვანიას ჯიბიდან, წავიდა დაერთი სეიფიც და მეორე სეიფიც დააცარიელა. ეს არის ადამიანი, რომლის კისერზეც არის ზურაბჟვანიას მკვლელობა. იმიტომ, რომ ის იყო მისი დაცვის უფროსი და ის იყო ვალდებული, რომ არმომხდარიყო ის, რაც მოხდა. ასე რომ, ჩემი აზრით გამოძიება თავის დროზე კობა ხარშილაძისდაპატიმრებით უნდა დაწყებულიყო და კობა ხარშილაძემ შემდეგ პრეზიდენტის ცოლთან ერთადგამწვანებაში უამრავი ფული იშოვა და ზურას მკვლელობის შემდეგ სულ რომ წინდაწინ მიდიოდა, ესსწორედ იმაზე მეტყველებს, რომ ის ერთ - ერთი სულისჩამდგმელია ზურას მკვლელობისა დამონაწილეც. რა თქმა უნდა, ჩადენილია პოლიტიკური მკვლელობა სააკაშვილის, უგულავას, ვანომერაბიშვილის და ადეიშვილის მიერ. "ნაციონალურმა მოძრაობამ" პოლიტიკური მკვლელობაჩაიდინა და ყველა, ვინც ამაში მონაწილეობდა, რა თქმა უნდა, პოლიტიკური მკვლელობისთანამონაწილეა, ამას რად უნდა ლაპარაკი?! კობა ხარშილაძის დაპატიმრებით უნდა დაწყებულიყოგამოძიება, ის უნდა დაეპატიმრებინათ მაშინ, როდესაც ზურაბ ჟვანიას ცხედარი აღმოაჩინეს. ამდენიხანი რომ გარეთ იყო, მერიაში რომ წინდაწინ მიდიოდა და მაღალ-მაღალ თანამდებობებზე მუშაობდა,ეს არის საკვირველი, თორემ ის რომ დააპატიმრეს, ამაში გასაკვირი არაფერია", - განაცხადა გოგა ხაინდრავამ "პირჭელთან" საუბარში.
შეგახსენებთ, რომ ფინანსთა სმაინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა ძველი თბილისის რაიონის გამგებლის ყოფილი მოადგილე კობა ხარშილაძე სამეწარმეო საქმიანობაში უკანონო მონაწილეობისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე გუშინ დააკავეს.
http://reportiori.ge/?menuid=4&id=10797