პოლიტიკა
საფრანგეთის პრეზიდენტმა ოლანდმა, რომელმაც ერთსქესიანთა ქორწინება დააკანონა და რომელიც პუტინის მიერ ბავშვებში ჰომოსექსუალიზმის პროპაგანდის აკრძალვით უკმაყოფილოა, სოჭში ოლიმპიადაზე ჩასვლაზე უარი თქვა

ollandსაქართველო, 17 დეკემბერი, საქინფორმი. ამის შესახებ საფრანგეთის ტელევიზიის ეთერით ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლორან ფაბიუსმა განაცხადა. მან რუსეთს ზამთრის თამაშების წარმატებით მასპინძლობა უსურვა, მაგრამ აღნიშნა, რომ ოლანდის ვიზიტი სოჭში არ იგეგმება. ამასთან ფაბიუსმა აღნიშნა, რომ ოლიმპიადის გახსნის ცერემონიაზე ჩასვლას არც თვითონ აპირებს.

უკავშირდება თუ არა ოლანდის გადაწყვეტილება რუსეთში მიღებულ კანონს ჰომოსექსუალიზმის პროპაგანდის აკრძალვის შესახებ, ფაბიუსს არ დაუზუსტებია. ცნობილია, რომ საფრანგეთის ლიდერი აქტიურად უჭერს მხარს სექსუალურ უმცირესობებს და ერთსქესიანთა ქორწინების ლეგალიზების ერთ-ერთი ინიციატორი იყო.

ოლანდამდე პედერასტების გამო ოლიმპიური თამაშებისთვის ბოიკოტის გამოცხადება გფრ-ის პრეზიდენტმა იოაჰიმ გაუკმა გადაწყვიტა (რომლის მშობლები გერმანიის ნაციონალ-სოციალისტური მუშათა პარტიის ერთ-ერთი პირველი წევრები იყვნენ), რომლის მაგალითს ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა, ევროკომისარმა იუსტიციის საკითხებში ვივიან რედინგმა მიჰბაძა. “რა თქმა უნდა, სოჭში არ ჩავალ, სანამ უმცირესობებს ისე ეპყრობიან, როგორც ეს რუსეთის ფედერაციის მოქმედ კანონმდებლობაში არის დაფიქსირებული”, - დაწერა რედინგმა Twitter-ში.

საქინფორმის მკითხველს შევახსენებთ, რომ 2013 წლის ივნისის ბოლოს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა კანონს ბავშვებში გეი-პროპაგანდის აკრძალვის შესახებ. მისი დარღვევისთვის დადგენილია 4 ათასიდან 1 მილიონ მანეთამდე ოდენობის  ჯარიმა.