აქტუალური
სამდღიანი სემინარი თავდაცვის სამინისტროს პროფესიული განვითარების ცენტრისა და NATO-საქართველოს პროფესიული განვითარების პროგრამის ერთობლივი ძალისხმევით ტარდება. სემინარის ფარგლებში კიბერუსაფრთხოების სფეროში მომუშავე ესტონელი ექსპერტები ქართველ კოლეგებს საკუთარ გამოცდილებას უზიარებენ.
სამი დღის განმავლობაში, ქართველი და ესტონელი ექსპერტები საერთაშორისო კიბერ სივრცეს, კიბერ დანაშაულს, ეროვნულ კიბერ უსაფრთხოებას, ინფორმაციულ ომსა და უსაფრთხოების სხვადასხვა განზომილებას - ინდივიდუალურ, ორგანიზაციულ, ეროვნულ და საერთაშორისო დონეზე განიხილავენ, ასევე ჩამოაყალიბებენ საერთო ხედვას და აღნიშნული სფეროს განვითარების პერსპექტივებზე შეჯერდებიან.
(საქართველოში კიბერ უსაფრთხოების თემატიკამ აქტუალურობა 2008 წლის აგვისტოში საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებული კიბერ შეტევის შემდეგ შეიძინა).