საზოგადოება
ალავერდის ახალი ფრესკა

alaverdiროგორც საქინფორმის კორესპონდენტმა კახეთიდან გვაცნობა, ალავერდის სამონასტრო კომპლექსში, წმიდა გიორგის სახელობის ტაძრის რეაბილიტაციის დროს, კედელზე ფრესკა აღმოჩნდა. მხატვარ-რესტავრატორ დავით გაგოშიძის აზრით, ფრესკა, შესაძლოა, წმიდა გიორგის იყოს. „ფრესკა ძალიან დაზიანებულია და თავდაპირველად დავით აღმაშენებლის გვეგონა. ვინაიდან ტაძარი წმიდა გიორგის სახელობისაა, ვფიქრობთ, რომ ფრესკაც მას ეკუთვნის. თუმცა ზუსტად რომელ წმინდანს ეკუთვნის და რამდენი საუკუნისაა, სპეციალისტების მიერ მისი შესწავლის შემდეგ გახდება ცნობილი“, - განაცხადა დავით გაგოშიძემ.