სამართალი
საქართველოს მთავარი პროკურორი დედაქალაქის მერი უგულავას ბრალდებებს პასუხობს

prokuror-saart2საქართველო, 24 დეკემბერი, საქინფორმი. საქართველოს მთავარმა პროკურატურამ გაავრცელა განცხადება, სადაც „ნაციონალურ მოძრაობას“ საქართველოს მთავარი პროკურორი ოთარ ფარცხალაძის მიმართ პოლიტიკურ შანტაჟსა და დისკრედიტაციის მცდელობაში ადანაშაულებს.

“მას შემდეგ, რაც მთავარმა პროკურატურამ გაააქტიურა გამოძიება მთელ რიგ რეზონანსულ სისხლის სამართლის საქმეებზე და პასუხისგებაში მიეცნენ ყოფილი ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირები, მათ შორის თბილისის მერი გიორგი უგულავა,  ხსენებული ბრალდებულების ხელმძღვანელობით "ნაციონალური მოძრაობის" მიერ დაიწყო და აქტიურ ფაზაში შევიდა პოლიტიკური შანტაჟის და დისკრედიტაციის მიზანმიმართული კამპანია საქართველოს მთავარი პროკურორის წინააღმდეგ. სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოთავსებულ პატიმარ ი. მერაბიშვილთან შეხვედრაში  დადანაშაულების შემდეგ,  დღეს უკვე მისი ყაჩაღად შერაცხვა ემსახურება ერთადერთ მიზანს - მთავარი პროკურორი ნებისმიერი ხერხით ჩამოაცილონ დაკავებულ თანამდებობას და დისონანსი შეიტანონ პროკურატურის გამართულ საქმიანობაში“, - ნათქვამია აღნიშნულ განცხადებაში.