სამართალი
შსს-მ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ჰეროინი ამოიღო

1heroin-sam-3საქართველო, 25 დეკემბერი, საქინფორმი. შსს-ს შიდა ქართლის სამხარეო მთავარი სამმართველოს კასპის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1991 წელს დაბადებული ფირუზ . ნარკოდანაშაულისთვის კასპის რაიონის სოფელ აღაიანში დააკავეს.

სამართალდამცველებმა დაკავებულის პირადი ჩხრეკისას 3 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკი ამოიღეს.

ექსპერტიზის დასკვნით, ამოღებულია 13,9626 გრ ნარკოტიკული საშუალება, რომელიც 4,1887 გრ ჰეროინს შეიცავს.

გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს (სსსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით).