სამართალი
წულუკიანი სამუდამო შვებულებაში გაუშვეს - საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილედ ირაკლი ღარიბაშვილის ყოფილი მოადგილე ალექსანდრე ტაბატაძე დაინიშნა

1sam-3-moadgileსაქართველო, 26 დეკემბერი, საქინფორმი.
„ქ. თბილისი,  საქართველოს პრემიერ–მინისტრის 2013 წლის 23 დეკემბრის ბრძანება №297 .ტაბატაძის საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილედ დანიშვნის შესახებ
საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებსაქართველოს კანონის 24–ე მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე დაინიშნოს ალექსანდრე ტაბატაძე საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილედ.
ირაკლი ღარიბაშვილი

ცნობისთვის: ალექსანდრე ტაბატაძე, რომელи იუსტიციის მინისტრიმეხუთე მოადგილედ დაინიშნა, იუსტიციის სამინისტროში აღსრულების პოლიციის, აგრეთვე ადამიანის ტრაფიკინგის უწყებათაშორისი საბჭოს საქმიანობაზე იქნება პასუხისმგებელი. 2001-2004 წლებში იგი იყო ნარკომანიისა და ნარკობიზნესის წინააღმდეგ ბრძოლის ეროვნული ბიუროს უფროსი; 2004 წლიდან − შსს აკადემიის ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის კათედრის უფროსი. 2006 წლიდან ტაბატაძემ საქმიანობა აჭარაში გააგრძელა. 2007-2008 წლებში ის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შს მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილე იყო, 2012- 2013 წლებში კი შს მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის მოადგილის თანამდებობას იკავებდა. .

საქინფორმი მიესალმება იუსტიციის სამინისტროში როტაციის პროცესს და თვლის, რომ თეა წულუკიანი დიდი ხანია თავის მოვალეობებს სათანადოდ არ ასრულებს.