აქტუალური
საქართველოს პრეზიდენტის სამძიმარი

1-akt-3-prez-samZimariსაქართველო, 30 დეკემბერი, საქინფორმი.
“ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ რუსეთის ფედერაციის ქალაქ ვოლგოგრადში მოხდარ ტერორისტულ აქტებთან დაკავშირებით, რომელთაც მრავალი უდანაშაულო ადამიანის მხვერპლი მოჰყვა. საქართველოს ხელისუფლება და ხალხი ერთმნიშვნელოვნად გმობს ტერორიზმს. ჩვენ მთელ პროგრესულ სამყაროსთან ერთად გავაგრძელებთ ბრძოლას თანამედროვეობის ყველაზე ანტიჰუმანური მოვლენის დასამარცხებლად. ქართველი ხალხისა და პირადად ჩემი სახელით გულწრფელ სამძიმარს და თანადგომას ვუცხადებ გარდაცვლილთა ოჯახებს და რუს ხალხს.

გიორგი მარგველაშვილი”