აქტუალური
რუსეთის გენშტაბს ნაბრძანები აქვს, აშშ-ის მყისიერი დარტყმის მოგერიებისთვის მოემზადოს

1-akt-1-genStabuსაქართველო, 3 იანვარი, საქინფორმი. სელექტორული თათბირი, რომელიც ორშაბათს რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ გენშტაბის ცენტრალურ სამეთაურო პუნქტზე ჩაატარა, ძალიან ჰგავდა გენერალური ორთაბრძოლის წინ საბრძოლო ამოცანების დასახვას. სამხედრო უწყების ხელმძღვანელი განკარგულებებს იძლეოდა იმ ამოცანებთან დაკავშირებით, რომლებიც რფ-ის პრეზიდენტმა ვ. პუტინმა გენერალური შტაბისადმი თავის გზავნილში განსაზღვრა.

- ქვეყნის თავდაცვის ახალი გეგმის შემუშავებისას გათვალისწინებული იქნეს გამოწვევები და მყისიერი გლობალური დარტყმის კონცეფციისა და აშშ-ის რაკეტსაწინააღმდეგო სისტემების გაშლის გეგმების განვითარების (ამერიკელი სამხედროების მიერ - რედ.) საფრთხეები;

- 2014 წლამდე გავიდეთ შეიარაღებული ძალების არანაკლებ 95%-ით დაკომპლექტების დონეზე, ხოლო კონტრაქტით მოსამსახურეთა რიცხვი 240 ათასამდე იქნეს აყვანილი;

- 2013 წლის 30 დეკემბრამდე მომზადდეს უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტთა სამხედრო მომზადების სისტემის შექმნის საგზაო რუკა;

- შეიარაღებული ძალების ერთიანი სადაზვერვო-საინფორმაციო სივრცის ჩამოყალიბებისას უზრუნველყოფილი იქნეს დაზვერვის, მართვისა და მიზნის მითითების არსებული და პერსპექტიული საშუალებების შეუღლება.

თავდაცვის მინისტრის მოადგილეებს:

- 2013 წლის 25 დეკემბრამდე შემუშავებული იქნეს არქტიკაში სამხედრო ინფრასტრუქტურის განვითარების და სამხედრო ნაწილების გაშლის თაობაზე სადირექტივო მითითებების პროექტი.