სამართალი
საქინფორმი აქვეყნებს ლობისტური კომპანიის PR-გეგმას, რომელმაც საფრანგეთში დავით კეზერაშვილს დადებითი იმიჯი უნდა შეუქმნას

samart-1-mtavსაქართველო, 6 იანვარი, საქინფორმი. ინფორმაციის კომპეტენტურმა წყარომ საქინფორმს გამოუგზავნა 2 ფაილი (იხ. ქვემოთ) - ეს არის PR-გეგმა, რომელიც უნდა განხორციელდეს საფრნგეთში, რათა დადებითი გავლენა იქონიოს დავით კეზერაშვილის მომდევნო სასამართლოზე რომელიც 2014 წლის 23 იანვარს გაიმართება. იმისათვის რომ საფრანგეთში დავით კეზერაშვილს დადებითი იმიჯი შეუქმნან, მის ჯგუფს დაქირავებული ჰყავს მსოფლიოში ცნობილი ლობისტური კომპანია ჰავას ვორლდვაიდი“. აღნიშნული ლობისტური კომპანიის სერვისი კვირაში 20 000 ევრო ჯდება (რაც აღნიშნულია ქვემოთ წარმოდგენილ ფაილებში).

PR-გეგმა ითვალისწინებს სტატიების განთავსებას ფრანგულ ჟურნალ-გაზეთებში, მათ შორის ლე პარიზიანსა და ჰაფინგტონ პოსტში. ასევე პრესკონფერენციის მოწყობას საფრანგეთში, სასამართლოს წინ, და სხვადასხვა ცნობილი საზოგადო მოღვაწის ინფორმირებას, თითქოსდა იგი არის პოლიტიკური დევნილი.

ინფორმაციის შესამოწმებლად შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ამ ინტერნეტმისამართზე http://www.havasworldwide.com/contact-us

samart-1-qvemott