აქტუალური
რუსეთმა ქართველი მძღოლებისთვის სავიზო რეჟიმი გაამარტივა

akt-1-vizebiსაქართველო, 6 იანვარი, საქინფორმი. რუსეთმა სავიზო რეჟიმი გაამარტივა ქართველი მძღოლებისთვის, რომლებსაც მგზავრები გადაჰყავთ და ტვირთი გადააქვთ. ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტრო იუწყება.

2013 წლის 27 დეკემბერს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ოფიციალურად აცნობა საქართველოს ხელისუფლებას ქართველი გადამზიდავების მიერ რუსეთის ვიზების მიღების წესის გამარტივების შესახებ. საერთაშორისო საავტომობილო მიმოსვლა საქართველოსა და რუსეთს შორის 2006 წლის 2 ოქტომბერს რუსული მხარის ინიციატივით შეწყდა.

2013 წლის აგვისტოში მოსკოვში, საქართველოს ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტროს სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოსა და რუსეთის ტრანსპორტის სამინისტროს წარმომადგენლების შეხვედრაზე მიღწეული იქნა შეთანხმება სამგზავრო მიმოსვლისა და ტვირთების გადაზიდვის შესახებ.